Tuesday, June 13, 2017

ინიციატივების წახალისება

ნინო ლარცულიანი ქ. რუსთავის N1 საჯარო სკოლა მოსწავლეთა ინიციატივების წახალისება, როგორც მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების ერთ-ერთი მიმართულება შესავალი „მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლება არის განათლების მიდგომა, რომელიც ფოკუსირდება მოსწავლეების საჭიროებებზე, შესაძლებლობებზე, ინტერესებზე და სწავლის სტილზე. ეს განსხვავდება მასწავლებელზე ფოკუსირებული მიდგომისაგან, სადაც მასწავლებელს აქვს ლიდერის როლი, ხოლო მოსწავლეს პასიური მიმღების როლი. მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლის დროს, მოსწავლე არის აქტიური თავისი სწავლის პროცესში, ხოლო მასწავლებელი მიმართულების მიმცემი. ძველი საგანმანათლებლო პროგრამები და სტანდარტები გათვლილი იყო მეტწილად, ეგრეთ წოდებულ „საშუალო მოსწავლეზე“. ეს იმას ნიშნავდა, რომ საშუალო აკადემიური მოსწრების მოსწავლეს უნდა შესძლებოდა სტანდარტის მოთხოვნების შესრულება. ასეთი მიდგომა გულისხმობდა, რომ მოსწავლეების ნაწილი ვერ შეასრულებდა სტანდარტს და შესაბამისად, საგანმანათლებლო სივრცის გარეთ ხვდებოდა. ძველი საგანმანათლებლო პროგრამები ასევე პრაქტიკულად განათლების გარეშე ტოვებდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ახალგაზრდა მოქალაქეებს და შესაბამისად, გზას უკეტავდა მათ შემდგომი განვითარებისთვის. ეროვნული სასწავლო გეგმა ორიენტირებულია უკლებლივ ყველა მოსწავლეზე. სტანდარტში მოცემული ყველა შედეგი მიღწევადია თითოეული მოსწავლისთვის, თუმცა ყველა მოსწავლე, საკუთარი შესაძლებლობებიდან გამომდინარე, სხვადასხვაგვარი ხარისხით აღწევს ამ შედეგებს“ (1-163). ამ ახალი საგანმანათლებლო კონცეფციიდან დაგმომდინარე, მოსწავლის ინდივიდუალური ინტერესები და საჭიროებები ახალი საგანათლებლო სისტემის მოთხოვნების ცენტრში აღმოჩნდა. „მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების“ ტრენინგის ფარგლებში, განათლების ჰოლისტურ მიდგომაზე საუბრისას, ერთ-ერთმა ტრენერმა (კახა ჟღენტი) მსმენელებს ძალიან საინტერესო კითხვა დაგვისვა: როგორ ფიქრობთ, რა არის წარმატებული სკოლის მთავარი მახასიათებელი? თანამედროვე მიდგომების შესაბამისად, რა მიზანს უნდა ისახავდეს სკოლა, ანუ როგორი მოსწავლე/მოსწავლეები უნდა გამოუშვას სკოლამ საკუთარი წიაღიდან? ჩვენი პასუხები იყო არაერთგვაროვანი: განათლებული, კრეატიული და ანალიტიკური აზროვნების მქონე, წარმატებული ..... სწორი პასუხი კი იყო სულ სხვა: წარმატებულია სკოლა, რომელსაც შეუძლია თავისი წიაღიდან გამოუშვას არც მეტი, არც ნაკლები - ბედნიერი ადამიანი! ამ შეხედულებამ ჩემს გონებაში სრული რღვევა გამოიწვია და მთელი ჩემი შეხედულებები პედაგოგიკაზე თავდაყირა დააყენა! მაშ, ასე, წარმატებული სკოლის მიზანია შვას ბედნიერი ბავშვი! და როგორ უნდა იყოს ბავშვი ბედნიერი? ეს კითხვა არანაკლებ საინტერესოა პირველზე. აქ ქართული ენა გაგვიწევს დიდ დახმარებას: ბედნიერი ადამიანი გახარებული ადამიანია. ბავშვებს ყველაზე მეტად სიხარული აბედნირებთ. რაც მეტია სიხარული, მით მეტია ბედნიერების ხარისხი და პირიქით, რაც ნაკლებია სიხარული, მით ნაკლებია ხარისხი ბედნიერებისა. და როგორ განიმარტება ქართულ ენაში სიტყვა სიხარული? გახარება? - ეს სიტყვა თავის წიაღში შეიცავს ზრდასაც. ხემ გაიხარა- იტყვის ქართველი, მაშასადამე, ხე ზრდა-განვითარებისკენ სწრაფვაშია. ხე იზრდება და ვითარდება! თუ ამ მოდელს განვიხილავთ მოზარდის შემთხვევაში, მივიღებთ ასეთ ფორმულას: ბედნიერება = გახარებას/ გახარება = ზრდა-განვითარებას, ანუ ბედნიერება = ზრდა-განვითარებას! მაშასადამე ამ ახალი კონცეფციის თანახმად, თუ ბავშვეს მივცემთ საშუალებას გაიზარდოს და განვითარდეს სიხარულით, შდეგად, ის იქნება ბედნიერი! ჩვენი აზრით, სწორედ ამ საკითხის გარშემო ღირს სასკოლო პრაქტიკული კვლევის ჩატარება, რომელიც სხვა კვლევებისგან განსხვავებით, თავის თავში მოიცავს პრობლემის პრევენციას. პირველ რიგში, კვლევის ობიექტს უნდა წრამოადგენდეს მოსწავლეთა ინტერესებისა და საჭიროებების გამოვლენა. ჩვენ, პედაგოგები, ხშირად ვფიქრბთ, რომ მოსწავლეთა საჭიროებები ხშირად მკვეთრად გამიჯნულია მათი ინტერესებისაგან. თუმცა, ჩვენი მოსაზრებით, ყველაფერი პირიქითაა: მოსწავლეთა ინტერესები, სწორედაც, რომ მათ საჭიროებებზეა დაფუძვნებული. პედაგოგიკის მთელი არსი და სიღრმე სწორედ ისაა, იპოვოს ეს მჭირდო და უხილავი კავშირი მოსწავლეთა საჭიროებებსა და ინტერესებს შორის. მაშასადმე, პედაგოგიკამ ეს მოჩვენებითი ფორმულა უნდა შეცვალოს ფორმულით: მართალია, მოსწავლეთა ინტერესები განსხვავებულია, მაგრამ საერთოა ყველასათვის ერთი რაციონალური ინტერესი: იყოს ბედნიერი! ეს ყველა ბავშვს მთელი გულით უნდა! ამაზე ხომ ყველა ბავშვი ოცნებობს! და თუ ჩვენს ფორმულას გამოვიყენებთ, გამოდის, რომ ბავშვს ხდის ბედნიერს ის, რაც ახარებს, ანუ ის რაც აძლევს საშუალებას გაიზარდოს და განვითარდეს. ეს ხომ მისი ბუნებრივი მდგომარეობაა (მოზარდი - სწორედ ზრდაზე ორიენტირებულ ადამიანს ჰქვია, განსვავებით ზრდასრულისაგან.) მაშასადამე, რა არის ის სადუმლო გასაღები, რაც სიხარულით გაზრდის და განავითარებს ბავშვს? სწრედაც რომ მათი ინტერესების გაზიარება, რაც მათივე ინიციატვების წახალისებაში მდგომარეობს და შემდეგ ამ ინტერესების მოსწავლეთა საჭიროებებზე ძალიან ფრთხილად და ზუსტად მორგება. მოსწავლეთა ინიციატივების წახალისება /მეთოდური პროცესის მოკლე აღწერა/ ხშირად, თანამედროვე მოსწავლეებში შეიმჩნევა მოსწავლეთა მხრიდან უინიაციატივო დამოკიდებულება საინტერესო საკითხებისადმი. მასწავლებლებისგან ხშირად გამოგონია ფრაზა: „ამ ბავშვებს არაფერი აინტერესებთ, არანაირი ინიციატივები არ უჩნდებათ!“ დიახ! გეთანხმებით, იშვიათად ნახავთ მოსწვალეს, რომელსაც აქვს სურვილი რამე საინტერესო წამოიწყოს: დაგეგმოს პროექტი, აქტივობა და ასე შემდეგ. ვფიქრობ, ეს პრობლემა არ დგას იმ სკოლებში, სადაც უკვე წლებია დამკვიდრებულია პროექტებზე დაფუძვნებული სწავლების აქტიური მეთოდი, სკოლებში, სადაც მუდმივად რაღაც ახალი და საინტერესო ხდება. ინიციატივა, ზოგადად, ძალიან გადამდები „სენია“. ჩვენს კონკრეტულ შემთხვევაში ჩვენ ვსაუბრობთ სკოლებზე, სადაც ჯერ კიდევ „სდუმან“ მოსწავლეთა ფარული შესაძლებლობები და სადაც სკოლის ცხოვრება ერთ ჩვეულ კალაპოტში მიედინება, წარმოგიდგენთ პრაქტიკულ რეკომენდაციებს, რომლებიც გახლავთ მარტივად განსახორციელებელი როგორც მასწავლებლისთვის, ისე მოსწავლისთვის: 1. განათლების სამინისტროს მიერ შემოთავაზებულ სასწავლო პროექტებსა და კონკურსებში ჩართვა: 2016 წლის სექტემბერში მუშაობა დავიწყე სკოლაში, სადაც მოსწავლეებს არათუ ინიციატივები უჩნდებოდათ, არამედ სკოლაში სიარულის ხალისიც ნაკლებად ამოძრავებადთ. ამ საკითხმა ძალიან დამაფიქრა და მივხვდი, რომ მოსწავლეთა ინციატივებს სჭირდებოდა პროვოცირება ისევე, როგორც ნებისმიერ გაკვეთილს გამოწვევის ფაზა. მოსწავლეთა გამოწვევა მათი ინიციატივების „გასაღვიძებლად“ ჩემს მიერ დაგეგმილ ქმედებათა საწყის ეტაპზე ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალება აღმოჩნდა. მაგალითად, თუ მოსწავლეთა გარკვეულ ჯგუფს ვთხოვთ, დაგვეხმარონ კედლის სტენდის დაამზადებაში და ამ საქმეში მათ მივანდობთ ქმდებათა დაგეგმვასა და მათ თანმიმდევრულ დალაგებას, ჩვენ მივიღებთ შედეგად მათ მიერ საქმის გათავისებას. ანუ, მოსწავლე ფიქრობს: მე მენდნენ, ესე იგი, მე შემიძლია და ესე იგი, მე გავაკეთებ! - ფიქრობთ, წაახალისებს თუ არა ეს აზრი მოსწავლეს? - რა თქმა უნდა! მაშასადამე, მასწავლებლის მიერ ასეთ „მაპროვოცირებელ“ ინიციატივებში მოსწავლეთა ჩართვა ნელ-ნელა გააღვიძებს მოზარდებში მათ საკუთარ ინიციატივებს და რამდენიმე ასეთი ცდის შემდეგ მოსწავლეები იწყებენ საკუთარი ინიციატივების დემონსტრირებას. სწორედ ერთ-ერთ ასეთ „მაპროვოცირებელ“ მასწავლებლის ინიციატივაზე მუშაობისას ერთ-ერთ მოსწავლეს გაუჩნდა აზრი: მოდით, მოვაწყოთ სკოლაში სახელოსნო, შევიძინოთ სამუშაო იარაღები და ჩვენივე ხელით შევქმნათ საინტერესო ნივთები! - ამ ნივთებით კი მოვაწყოთ სკოლის ეზო! - გავაკეთოთ ჩიტის ბუდეები და მივამაგროთ სკოლის ნაძვებზე! - გავაკეთოთ სკამები! - მეორადი საბურავებისგან პუფები გავაკეთოთ!... მაშასადამე, მოსწავლეებმა გამოიჩინეს საკუთარი ინიციატივები და ახლა მასწავლებლის ჯერია - წაახალისოს მოსწავლეთა ინიციატივა! სწავლების თანამედროვე მიდგომების შესაბამისად, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უხვად „გვამარაგებს“ საინტერესო პროექტებით. აქედან გამომდინარე, არც თუ ისე ძნელია მოსწავლეთა ინიციატივების „მორგება“ ამ სასკოლო პროექტებთან. ჩვენს შემთხვევაში ასეთი პროექტი აღმოჩნდა „თავისუფალი გაკვეთილების“ ფარგლებში გაწერილი ერთ-ერთი მიმართულება - ხელოვნების სახელოსნო. როგორც ვიცით, „თავისუფალი გაკვეთილები გულისხმობს მოსწავლის ინტერესებზე მორგებულ კლასგარეშე/არაფორმალური აქტივობების ციკლს, რომლის შინაარსი და სწავლების მეთოდოლოგია განსხვავდება საგაკვეთილო პროცესისგან, არ ითვალისწინებს საშინაო დავალებების მომზადებას, მოსწავლის შეფასებას და არ აქვს საგაკვეთილო სახე“. როგორი იყო მასწავლებლის როლი და ფუნქცია: თავისუფალი გაკვეთილების პროექტზე მოსწავლეებთან ერთად დავიწყეთ მუშაობა: დეტალურად გავიარეთ ყოველი მუხლი და თავად მოსწავლეებმა მიიღეს გადაწყვეტილება, შეექმნათ მიზნობრივი ჯგუფი, რომელიც პროექტზე ინტენსიურად იმუშავებდა. ხელოვნების სახელოსნოს შექმნაზე მუშაობამ მოსწავლეებს საშუალება მისცა დაეგეგმათ საკუთარი სამუშაო პროცესი. მოსწავლეთა მიერ დაგეგმილი საქმიანობები:  მოხდა ფუნქციების დელეგირება;  მიზნებისა და შედეგების ჩამოყალიბება;  აქტივობების დაგეგმვა;  არსებული რესურსების გამოყენებაზე ფიქრი;  საჭირო რესურსების მოძიებაზე ზრუნვა;  პროექტის განსახორციელებლად შესაბამისი ინტერნეტ რესურსებისა და ლიტერატურის მოძიება;  დროის ჩარჩოს შექმნა;  ბიუჯეტის შექმნაზე მუშაობა. შედეგად, ჩვენ წავახალისეთ მოსწავლეთა ინიციატივები. პროექტებზე მუშაობა მოსწავლეებში „მიძინებული“ შესაძლებლობების მთელ რიგს გამოავლენს ხოლმე. საყოველთაოდ აღიარებულია, რომ არ არსებობს უნარი, რომელსაც პროექტი არ ანვითარებს. პროექტი გამოუმუშავებს მოზარდებს ლიდერულ უნარ-ჩვევებს. ინიციატივის საკუთარ თავზე აღებას, გუნდურობას, კრეატიულ აზროვნებას და ასე უსასრულოდ (6-1). რა რისკფაქტორები გამოვლინდა: მოსწავლებს არ ჰქონდათ პროექტებზე მუშაობის გამოცდილება, ამიტომ ერთგვარად გაუჭირდათ საკუთარი აქტივობები და გეგმები პროექტის ფორმატისთვის მოერგოთ, ასევე, გაუჭირდათ პროექტის ბიუჯეტზე მუშაობაც. როგორ გავუმკლავდით წარმოქმნილ სირთულეებს: მასწავლებლები დაეხმარენენ მოსწალეებს გარკვეულიყვნენ პროექტის წერასთან დაკავშირებულ სპეციფიურ საკითხებში და გაუწიეს მათ ერთგვარი რეკომენდაციები. მოსწავლეთა ნებისმიერი ინიციატივა შეიძლება მოვარგოთ არსებულ პროექტს ან ვაქციოთ ჯერაც არ არსებულ პროექტად! გამომგონებელი ბავშვებისათვის ასეთი პროექტი იქნება რუსთაველის ფონდის მიერ ორგანიზებული კონკურსი: „ლეონარდო და ვინჩი“, სადაც ფართოდ უხსნიან კარს მოსწავლეთა მიერ შექმნილ ინოვაციებს (4-1). საერთაშორისო პროექტებში ჩართვის მსურველი ბავშვებისათვის, ვისაც სურთ ენობრივი კონპეტენციების განვითარება, შესანიშნავ პროგრამას წარმოადგენს Etwinning-ი (2-1). სპორტით დაინტერესებული მოსწავლეთათვის ძალიან სახალისოა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპილარიზაციის მიზნით დაგეგმილ სახვადასხვა ღონისძიებებსა და ფესტივალებში ჩართვა (8-1). /ადგილობრივი გუბერნიისა და მერიის მიერ ორგანიზებული კონკურსების ფარგლებში ჩვენი სკოლა ხშირად იღებს მონაწილეობას სხვადასხვა კულტურულ-საგანმანათლებლო კონკურსებსა და პროექტებში/. 2. ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართვა სასკოლო ინიციატივებში: ჩვენი სკოლის მოსწავლეები ხშირად ჩივიან იმის გამო, რომ ვერ ახერხებენ ინგლისური ენის ფლობას საკომუნიკაციო დონეზე, რადგან არ აქვთ უცხოელ ახალგაზრდებთან ინტენსიური ურთიერთობა. მათ ინიციატივას წარმოადგენდა ისეთი ტიპის ინგლირუსი ენის კლუბის შექმნა, რომელშის წევრებიც მათთან ერთად ინგლისურენოვანი ახალგაზრდებიც იქნებოდენენ. მოსწავლეთა მიერ დაგეგმილი საქმიანობები: მოსწავლეებმა ჩაატარეს სასკოლო კვლევა, რის საფუძვლეზეც გააკეთეს იმ საკითხების ჩამონათვალი, რომელიც დაეხმარებოდა ინგლისური ენით დაინტერესებულ მოსწავლეებს ენობრივი კომპეტენციის განვითარებაში. ფაქტობრივად, მათ წარმოადგინეს მომავალი კლუბის თემტური გეგმა და კლუბის მუშაობის სპეციფიკა, რომლიც გამოირჩეოდა კრეატულობითა და ტექნოლოგიების ჩართვით სასწავლო პროცესში. მაგალითად, კლუბის მიერ დაგეგმილი აქტივობების აუცილებელ ნაწილს წარმოადგენდა: • ინგლისურენოვანი ფილმები ნახვა და განხილვა; • ინგლისურენოვანი სიმღერების განხილვა და სწავლა; • ყოველდღიური, საყოფაცხოვრებო ლექსიკის შესწავლა და სხვა. როგორი იყო მასწავლებლის როლი და ფუნქცია: ამ კონკრეტული საკითხით მოსავლეებმა მიმართეს უცხო ენების მასწაველებელს, რომელიც აქტიურად თანამშრომლობდა საგნმანათლებლო ინიციატივების მქონე ერთ-ერთ არასამთავრობო ორგანიზაციასთან (SIQA - საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაცია) და ამ ორგანიზაციის ახალგაზრდა უცხოელ მოხალისეებთან. პედაგოგი დაეხმარა მოსწავლეებს, რომ სკოლაში შექმნილიყო ინგლისური ენის კლუბი, რომელსაც ორი უცხოელი მოხალისე წარმართავდა. შედეგად, ორგანიზაციისა და სკოლის ადმინისტრაციის შეთანხმებით, შეიქმნა აღნიშნული კლუბი. რა რისკფაქტორები გამოვლინდა: მოხალისე ახალგაზრდებმა არ იციან ქართული ენა, შესაბამისად, მოსწავლეებს უჭირთ მათთან ურთიერთობა, თუმცა, იგივე ფაქტორი ეხმარება ჩვენი სკოლის მოსწავლეებს ენობრივი კონპეტენციების გაუმჯობესებაში. როგორ გაუმკლავდნენ წარმოქმნილ სირთულეებს: კლუბის მუშაობის პირველ ეტაპზე უცხო ენის მასწავლებელი ეხმარებოდა მოხალისეებს საკლუბო საქმინობის წარმართვაში და აძლევდა მათ რიგ რეკომენდაციებს. გარკვეული პერიოდის შემდეგ მასწავლებლის ჩართულობამ საკლუბო მუშაობაში კარგი შედეგი გამოიღო, რის საფუძლეზეც კლუბმა შესძლო მისგან დამოუკიდებლად მუშაობის გაგრძელება. 3. თვითმმართველობის ჩართვა სასკოლო ინიციატივებში: სკოლის მოსწავლეებმა გამოთქვეს ინიციატივა, ჩამოეყალიბებინათ ეკო-კლუბი და გაემწვანებინათ სკოლის ეზო. მოსწავლეთა მიერ დაგეგმილი საქმიანობები: მოსწავლეებმა გადაწყვიტეს, ამ საკითხთან დაკავშირებით მიემართათ გეოგრაფიის მასწავლებლისთვის, რომლიც სკოლაში გამოირჩევა დეკორატიული მებაღეობის მიმართ დიდი ინტერესით. მათ მასწავლებელს წარუდგინეს საკუთარი გეგმა სკოლის ეზოს განაშენიანების შესახებ. როგორი იყო მასწავლებლის როლი და ფუნქცია: მასწავლებელი აქტიურად ჩაერთო მოსწავლეთა მიერ წამოწყებულ საქმიანობაში. მან მოსწავლეებს გააცნო ინტერნეტ-რესურსები, რომელიც უკავშირდებოდა დეკორატიული მცენარეებით ბაღის გაშენებას. ასევე, მასწავლებელმა მოსწავლეთა გეგმებში შეიტანა გარკვეული შესწორებები, შექმნა სასკოლო პროექტი და აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მიმართა სკოლის ადმინისტრაციას. ადმინისტრაციამ განიხილა აღნიშნული საკითხი და დეკორატიული მცენარეების მოსაპოვებლად მიმართა ადგილობრივ თვითმმართველობას, რათა გაეწია შუამდგომლობა ადგილობრივ აიპ გამწყვნების სამსახურთან და სანერგესთან. ხოლო, მოსწავლეები და მასწავლებელი გააგზავნა სპეციალურ სანერგეში, „გარდენიაში“, რათა გამოცდილი მებაღისგან, მიეღოთ გარკვეული რეკომენდაციები. შედეგად, მასწავლებელმა და მოსწავლეებმა შეიძინეს გარკვეული გამოცდილება, ხოლო თვითმმართველობის დახმარებით სანერგე მეურნეობამ სკოლას უსასყიდლოდ გადასცა სასურველი ნერგები და სკოლამ შესძლო ეზოს კეთილმოწყობა. რა რისკფაქტორები გამოვლინდა: სკოლას არ გააჩნდა სარწყავი სისტემა, რაც ქმნიდა იმის საშიშროებას, რომ ნარგავები ვერ გაიხარებდნენ. როგორ გაუმკლავდნენ წარმოქმნილ სირთულეებს: მოსწავლეებმა გადაწყვიტეს, თავად ეზრუნათ ნარგავებზე, გადაინაწილეს სკოლის ტერიტორია და თავად მოაგვარეს ნარგავების მორწყვასთან დაკავშირებული საკითხი. 4. თემის ჩართვა სასკოლო ინიციატვების განსახორციელებლად: სკოლის მოსწავლეებს გაუჩნდათ ინიციატივა ერთ-ერთი სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლის დასახმარებლად და მხარდასაჭერად (მოსწავლე ვერ დადის სკოლაში და მისთვის გათვალისწინებულია შინ სწავლების სერვისი). როგორ დაგეგმეს მოსწავლეებმა საკუთარი საქმიანობები: მოსწავლეებმა შექმნეს პროექტი, რომლის ფარგლებშიც დაგეგმეს შემდეგი აქტივობები: • სკოლის მოსწავლეთა ინფორმირება პროექტის შესახებ; • გამოფენა-გაყიდვის მოწყობა სკოლაში, რომელიც ხელს შეუწყობს პროექტის განხორციელებას; • საბასთვის გასვლითი ღონისძიებების ორგანიზება; • სკოლაში საბას ნახატების გამოფენის მოწყობა; • ბლოგის შექმნა პროექტის ფარგლებში. როგორი იყო მასწავლებლის როლი და ფუნქცია: ამ პროექტის განსახორციელებლად მოსწავლეებმა გადაწყვიტეს, მიემართათ სკოლის სპეცპედაგოგისთვის, რომელიც კურირებდა ინდივიდუალური საჭიროების მქონე მოსწავლის შინ სწავლების საკითხს. სპეცპედაგოგმა აღნიშნული საკითხით მიმართა სკოლის დირექციას და პროექტში ჩართო ადმინისტრაციის სხვა წევრები, სკოლის მანდატურები და მშობლები. უფროსები დაეხმარნენ მოსწავლეებს საკუთარი პროექტი გაეცნოთ თემისთვის. ასევე, დაეხმარნენ მოზარდებს დაგეგმილი აქტივობების განხორციელებასა და მონიტორინგში. ორგანიზება გაუკეთდა სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლის ნახატების გამოფენას და სკოლის მოსწავლეების მიერ შექმნილი ხელნაკეთი ნივთებისა და აქსესუარების გამოფენა-გაყიდვას და ღონისძიებაში თემის აქტიურ ჩართვას. შედეგად, სკოლის თვითმმართველობამ გამოფენა-გაყიდვით შემოსული თანხა, იურიდიული წესების დაცვით, განკარგა და დაეხმარა სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეს. რა რისკფაქტორები გამოვლინდა: პროექტის განხორციელების პროცესში წავაწყდით გარკვეულ სირთულესაც, რაც დაკავშირებული იყო ინდივიდუალური საჭიროების მქონე მოსწავლის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან. აღნიშნული მიზეზის გამო საჭირო გახდა დაგეგმილი პროექტის დროებით გადადება. როგორ გავუმკლავდით წარმოქმნილ სირთულეებს: პროექტის ხელმძღვანელებმა შეცვალეს პროექტის განსახორციელებლად დაგეგმილი ვადები, რის საფუძველზეც, პრობლემა მოგვარდა. დასკვნა შედეგების ანალიზი მაშასადამე, დასკვნის სახით შეგვიძლია ვთქვათ, რომ მოსწავლეთა ინიციატივების წახალისება უამრავი გზითაა შესაძლებელი, ჩვენს მიერ შემოთავაზებული პრაქტიკული რეკომენდაციებით უბრალოდ ვეცადეთ საკუთარი გამოცდილება გაგვეზიარებინა კოლეგებისთვის. ვფიქრობთ, რომ ნამდვილად ბედნიერია მოსწავლე, რომლის ინიციატივაც მხარდაჭეილი და წახალისებულია, რადგან მოსწავლის ინიციატივა უკავშირდება მის მისწრაფებებსა და საჭიროებებს, მის ჯერაც აღმოსაჩენ შესაძლებლობებს, ხოლო პედაგოგი, მოსწავლის ინიციატივის წახალისების მცელობისას, მაქსიმალურად უნდა შეეცადოს, მოზარდის ინიციატივებსა და საჭიროებებს შორის კავშირის დამყარება. ჩვენ მიერ განხორციელებული პროექტები, უდავოდ, დაკავშირებული იყო რიგ პრობლემებთან, რომლთა მოგვარებასაც ვახერხებდით ერთობლივი ძალით. ყველა პროექტზე მუშაობა მოითხოვდა სკოლის გუნდის ერთსულოვნებასა და თანამშრომლური გარემოს შექმნას. ამასთანავე, აუცილებელ პირობად ვაქციეთ მასწავლებლების მხრიდან მოსწავლეთა მიმართ ნდობის გამოცხადება და მოზარდების მუდმივი წახალისება სხვადასხვა განმავითარებელი შეფასებებით, რამაც, უდავოდ, აამაღლა მოსწავლეთა მოტივაცია და წაახალისა მათი ახალი და საინტერესო ინიციატივები. ეროვნული სასწავლო გეგმა ორიენტირებულია უკლებლივ ყველა მოსწავლეზე. სტანდარტში მოცემული ყველა შედეგი მიღწევადია თითოეული მოსწავლისთვის, თუმცა ყველა მოსწავლე, საკუთარი შესაძლებლობებიდან გამომდინარე, სხვადასხვაგვარი ხარისხით აღწევს ამ შედეგებს, და მაშასადამე, სხვადასხვა გზით, მაგრამ მაინც, ზრდის და ავითარებს საკუთარ უნარებს, რაც პირდაპირპროპორციულია მისი შინაგანი რწმენისა და თავდაჯერებულობის განმტკიცებასთან, რაც ბუნებრივად წახალისებს მოსწავლის ინიციატივებს და აყალიბებს მასში ლიდერულ უნარ-ჩვევებსა და ანალიტიკურ აზროვნებას. ვფიქრობთ, მოსწავლეთა ინიციატივების წახალისება მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მხარეა. გამოყენებული ლიტერატურა: 1. ინკლუზიური განათლება: გზამკვლევი მასწავლებლებისთვის/ ანა ლაღიძე, მაია ბაგრატიონი, თეთია პაჭკორია . ეროვნული სასწ. გეგმებისა და სეფასების ცენტრი. თბ. 2009; 2. https://www.etwinning.net/en/pub/projects.cfm; 3. http://mes.gov.ge/content.php?id=7031&lang=geo; 4. http://www.rustaveli.org.ge/; 5. http://mastsavlebeli.ge/?p=2524; 6. http://mastsavlebeli.ge/?s=პროექტებით+სწავლება; 7. http://mastsavlebeli.ge/wp-content/uploads/2015/12/ratiani-mdgradi-ganviTareba.pdf; 8. http://mes.gov.ge/content.php?id=7225&lang=geo.

Sunday, June 4, 2017

ინიციატივების წახალისება, როგორც მიოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების ერთ-ერთი მიმართულება

Tuesday, May 23, 2017

I – პროექტების მართვა
პროექტების მართვა

პროგრამა
                                    
N

1.        

საზაფხულო სკოლის მიზანი/მიზნები

საზაფხულო სკოლა მიზანად ისახავს მოსწავლეთა ცნობიერებისა და ცოდნის ამაღლებას სასწავლო და სოციალური პროექტების შექმნასთან დაკავშირებით.
2.        
მიზნების მიღწევის გზები

საინტერესოდ დაგეგმილი ტრენინგები (სადაც გათვალისწინებულია მოსწავლეთა ასაკი და შესაძლებლობები )
3.        
მოსალოდნელი შედეგები

საზაფხულო სკოლისთვის შექმნილი სპეციალური პროგრამა ხელს შეუწყობს მოსწავლეთა ცნობიერებისა და ცოდნის ამაღლებას სასწავლო და სოციალური პროექტების შექმნასთან დაკავშირებით.
4.        
დაგეგმილი აქტივობები

1. ტრენინგი I - როგორ დავწეროთ პროექტი და როგორ მივიპოვოთ დაფინანსება; ელექტრონული ფოსტებისა და ბლოგების შექმნა.
·         განათლების სამინისტროს მიერ შემოთავაზებული პროექტების სტრუქტურა (ზოგადი მიმოხილვა);
·          ჩვენი ინიციატივით დაწერილი პროექტები: სასწავლო პროექტი და სოციალური პროექტი (ზოგადი მიმოხილვა);
2.ტრენინგი II - პროექტის სტრუქტურის დეტალები და მათი თავისებურებანი:
·         პროექტის სახელწოდება და მთავარი იდეა;
·         როგორ ჩამოვაყალიბოთ პროექტის მიზანი.
3.ტრენინგი III - პროექტის აქტუალობა;
პროექტის მონაწილეთა რაოდენობისა და ასაკის განსაზღვრა / მოქმედების არეალის განსაზღვრა;
4.ტრენინგი IV - დროის ჩარჩო (პროექტის ვადები);
5.ტრენინგიV- მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რომლებიც შეიძლება შეიქმნას პროექტის ფარგლებში;
6. ტრენინგიVI -პროექტისთვის საჭირო რესურსები (არსებული და მოსაძიებელი); პროექტის ბიუჯეტი/ინვოისების მოპოვება;
7.ტრენინგი VII პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები),             ნახაზი - დროის ჩარჩო (პასუხისმგებელი პირების მითითებით);
8.ტრენინგი VIII - საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი; 
9 .ტრენინგი IX -პროექტის ხელმძღვანელის კოორდინატები (პროექტის ავტორი და პროექტის ხელმძღვანელი/ორგანიზატორი და პროექტში ჩართული პირები). Power-point-ის პროგრამაში პრეზენტაციის მომზადება პროექტის შესახებ;
10.ტრენინგი X - მოსწავლეთა მიერ შექმნილი პროექტებისა და Power-point-ის პროგრამაში შესრულებული მასალის პრეზენტაცია.

5.        
საჭირო რესურსები

პროექტორი;
ეკრანი;
ლეპ-ტოპი;
15 პერსონალური კომპიუტერი;
დაფა;
ფლივჩარტები (ფორმატები);
მარკერები;
სტიკერები,
სკოჩი და მაკრატლები.
6.        
ორგანიზების ფორმა

ინდივიდუალური, ჯგუფური, გუნდური, წყვილებში.
7.        
მოსალოდნელი რუსკები და მათი აღმოფხვრის საშუალებები

ტექნიკური შეფერხება (დენის წასვლა), ამ პრობლემას გადავწყვეტთ ტრენინგის სხვა აქტივობის ჩანაცვლებით.

მასწავლებლის რეფლექსია:
N

1.
დაასაბუთეთ საზაფხულო სკოლის მნიშვნელობა და აქტუალობა

2.
რისკები/საფრთხეები და მათი აცილების/აღმოფხვრის მიზნით გატარებული ღონისძიებები

3.
მასწავლებლის მიერ გაწეული სამუშაოს აღწერა, ანალიზი და შეფასება

4.
მუშაობის დროს გამოვლენილი ხარვეზები და დაშვებული შეცდომები

5.
დასკვნები, რომლებიც დაგვეხმარება მსგავსი ხარვეზების აღმოფხვრასა და საკუთარი საქმიანობის გაუმჯობესებაში

II - თანამედროვე წიგნიერება

მშობლისა და მოსწავლის შეფასების ფურცელი

საზაფხულო სკოლა
მშობლის შეფასება
სახელი/გვარი      -----------------------------      -------------------------------------------------
N
კრიტერიუმები
შეესაბამება
არ შეესაბამება
1.
საზაფხულო სკოლის მოწყობის შესახებ ინფორმაცია დროულად ხელმისაწვდომი იყო ყველა დაინტერესებული პირისათვის

2.
საზაფხულო სკოლის საქმიანობა მორგებული იყო მოსწავლის ინტერესებზე

3.
აქტივობები იყო მრავალფეროვანი და საინტერესო, ხელს უწყობდა მოსწავლის მრავალმხრივ განვითარებას

4.
საზაფხულო სკოლაში შექმნილი იყო კეთილგანწყობილი, მეგობრული გარემო

5.
საზაფხულო სკოლით გათვალისწინებული აქტივობების განხორციელებისას დაცული იყო უსაფრთხოების ზომები

მოსწავლის შეფასება
სახელი/გვარი  ----------------------------  ----------------------------------------------------
N
კრიტერიუმები
შეესაბამება
არ შეესაბამება
1.
საზაფხულო სკოლის მოწყობის შესახებ ინფორმაცია დროულად ხელმისაწვდომი იყო ყველა დაინტერესებული პირისათვის

2.
საზაფხულო სკოლის საქმიანობა მორგებული იყო მოსწავლის ინტერესებზე

3.
აქტივობები იყო მრავალფეროვანი და საინტერესო, ხელს უწყობდა მოსწავლის მრავალმხრივ განვითარებას

4.
საზაფხულო სკოლაში შექმნილი იყო კეთილგანწყობილი, მეგობრული გარემო

5.
საზაფხულო სკოლით გათვალისწინებული აქტივობების განხორციელებისას დაცული იყო უსაფრთხოების ზომები

ინიციატივების წახალისება

ნინო ლარცულიანი ქ. რუსთავის N1 საჯარო სკოლა მოსწავლეთა ინიციატივების წახალისება, როგორც მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების ერთ-ერთი მიმართუ...