Tuesday, May 23, 2017

I – პროექტების მართვა
პროექტების მართვა

პროგრამა
                                    
N


1.        

საზაფხულო სკოლის მიზანი/მიზნები

საზაფხულო სკოლა მიზანად ისახავს მოსწავლეთა ცნობიერებისა და ცოდნის ამაღლებას სასწავლო და სოციალური პროექტების შექმნასთან დაკავშირებით.
2.        
მიზნების მიღწევის გზები

საინტერესოდ დაგეგმილი ტრენინგები (სადაც გათვალისწინებულია მოსწავლეთა ასაკი და შესაძლებლობები )
3.        
მოსალოდნელი შედეგები

საზაფხულო სკოლისთვის შექმნილი სპეციალური პროგრამა ხელს შეუწყობს მოსწავლეთა ცნობიერებისა და ცოდნის ამაღლებას სასწავლო და სოციალური პროექტების შექმნასთან დაკავშირებით.
4.        
დაგეგმილი აქტივობები

1. ტრენინგი I - როგორ დავწეროთ პროექტი და როგორ მივიპოვოთ დაფინანსება; ელექტრონული ფოსტებისა და ბლოგების შექმნა.
·         განათლების სამინისტროს მიერ შემოთავაზებული პროექტების სტრუქტურა (ზოგადი მიმოხილვა);
·          ჩვენი ინიციატივით დაწერილი პროექტები: სასწავლო პროექტი და სოციალური პროექტი (ზოგადი მიმოხილვა);
2.ტრენინგი II - პროექტის სტრუქტურის დეტალები და მათი თავისებურებანი:
·         პროექტის სახელწოდება და მთავარი იდეა;
·         როგორ ჩამოვაყალიბოთ პროექტის მიზანი.
3.ტრენინგი III - პროექტის აქტუალობა;
პროექტის მონაწილეთა რაოდენობისა და ასაკის განსაზღვრა / მოქმედების არეალის განსაზღვრა;
4.ტრენინგი IV - დროის ჩარჩო (პროექტის ვადები);
5.ტრენინგიV- მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რომლებიც შეიძლება შეიქმნას პროექტის ფარგლებში;
6. ტრენინგიVI -პროექტისთვის საჭირო რესურსები (არსებული და მოსაძიებელი); პროექტის ბიუჯეტი/ინვოისების მოპოვება;
7.ტრენინგი VII პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები),             ნახაზი - დროის ჩარჩო (პასუხისმგებელი პირების მითითებით);
8.ტრენინგი VIII - საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი; 
9 .ტრენინგი IX -პროექტის ხელმძღვანელის კოორდინატები (პროექტის ავტორი და პროექტის ხელმძღვანელი/ორგანიზატორი და პროექტში ჩართული პირები). Power-point-ის პროგრამაში პრეზენტაციის მომზადება პროექტის შესახებ;
10.ტრენინგი X - მოსწავლეთა მიერ შექმნილი პროექტებისა და Power-point-ის პროგრამაში შესრულებული მასალის პრეზენტაცია.


5.        
საჭირო რესურსები

პროექტორი;
ეკრანი;
ლეპ-ტოპი;
15 პერსონალური კომპიუტერი;
დაფა;
ფლივჩარტები (ფორმატები);
მარკერები;
სტიკერები,
სკოჩი და მაკრატლები.
6.        
ორგანიზების ფორმა

ინდივიდუალური, ჯგუფური, გუნდური, წყვილებში.
7.        
მოსალოდნელი რუსკები და მათი აღმოფხვრის საშუალებები

ტექნიკური შეფერხება (დენის წასვლა), ამ პრობლემას გადავწყვეტთ ტრენინგის სხვა აქტივობის ჩანაცვლებით.









მასწავლებლის რეფლექსია:
N


1.
დაასაბუთეთ საზაფხულო სკოლის მნიშვნელობა და აქტუალობა

2.
რისკები/საფრთხეები და მათი აცილების/აღმოფხვრის მიზნით გატარებული ღონისძიებები

3.
მასწავლებლის მიერ გაწეული სამუშაოს აღწერა, ანალიზი და შეფასება

4.
მუშაობის დროს გამოვლენილი ხარვეზები და დაშვებული შეცდომები

5.
დასკვნები, რომლებიც დაგვეხმარება მსგავსი ხარვეზების აღმოფხვრასა და საკუთარი საქმიანობის გაუმჯობესებაში





II - თანამედროვე წიგნიერება

მშობლისა და მოსწავლის შეფასების ფურცელი


საზაფხულო სკოლა
მშობლის შეფასება
სახელი/გვარი      -----------------------------      -------------------------------------------------
N
კრიტერიუმები
შეესაბამება
არ შეესაბამება
1.
საზაფხულო სკოლის მოწყობის შესახებ ინფორმაცია დროულად ხელმისაწვდომი იყო ყველა დაინტერესებული პირისათვის


2.
საზაფხულო სკოლის საქმიანობა მორგებული იყო მოსწავლის ინტერესებზე


3.
აქტივობები იყო მრავალფეროვანი და საინტერესო, ხელს უწყობდა მოსწავლის მრავალმხრივ განვითარებას


4.
საზაფხულო სკოლაში შექმნილი იყო კეთილგანწყობილი, მეგობრული გარემო


5.
საზაფხულო სკოლით გათვალისწინებული აქტივობების განხორციელებისას დაცული იყო უსაფრთხოების ზომები



მოსწავლის შეფასება
სახელი/გვარი  ----------------------------  ----------------------------------------------------
N
კრიტერიუმები
შეესაბამება
არ შეესაბამება
1.
საზაფხულო სკოლის მოწყობის შესახებ ინფორმაცია დროულად ხელმისაწვდომი იყო ყველა დაინტერესებული პირისათვის


2.
საზაფხულო სკოლის საქმიანობა მორგებული იყო მოსწავლის ინტერესებზე


3.
აქტივობები იყო მრავალფეროვანი და საინტერესო, ხელს უწყობდა მოსწავლის მრავალმხრივ განვითარებას


4.
საზაფხულო სკოლაში შექმნილი იყო კეთილგანწყობილი, მეგობრული გარემო


5.
საზაფხულო სკოლით გათვალისწინებული აქტივობების განხორციელებისას დაცული იყო უსაფრთხოების ზომები




საზაფხულო სკოლა „ბედნიერი ბავშვები“ იწვევს მოსწავლეებს




ილია ჭავჭავაძის სახელობის ქ. რუსთავის #1 საჯარო სკოლის საზაფხულო სკოლა 


 „ბედნიერი ბავშვები“

იწვევს ამავე სკოლის VI, VII, VIII , IX კლასის მოსწავლეებს სპეციალურად შექმნილი შემეცნებით-გასართობი პროგრამის გასავლელად

საზაფხულო სკოლაში მოსწავლეები გაივლიან ორ ტრენინგ-მოდულს
                                             I  - პროექტების მართვა
II - თანამედროვე წიგნიერება

საზაფხულო სკოლა იფუნქციონირებს 10 სამუშაო დღის განმავლობაში
 (შაბათ-კვირის გარდა)

საზაფხულო სკოლა იმუშავებს 11.00 -დან 15.00 საათამდე
საზაფხულო სკოლიაში სწავლის მსურველები უნდა დაუკავშირდნენ სკოლის ადმინისტრაციას, ხოლო მოსწავლეთა მშობლებმა უნდა შეავსონ სპეციალური აპლიკაცია

საზაფხულო სკოლაში მსურველები მიიღებიან  29 მაისიდან 15 ივნისის ჩათვლით


მიღების საათები 
10.00 – 16.00

Tuesday, May 16, 2017

რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს საზაფხულო სკოლა



                      საზაფხულო სკოლის მოწყობა 

                         (ამ აქტივობაში მოიაზრება საზაფხულო ბანაკის მოწყობაც) 


ამ აქტივობის ფარგლებში 1 კრედიტქულა მიენიჭება ერთ ან ორ მასწავლებელს, რომლიც ორგანიზებას უწევს და ხელმძღვანელობს საზაფხულო სკოლას.

საზაფხულო სკოლის ხელმძღვანელი მასწავლებელი ვალდებულია, მონაწილეობის მსურველთათვის უზრუნველყოს სკოლის ვებ-გვერდზე, ან სოციალურ ქსელში სკოლის გვერდზე, ან საკუთარ ბლოგზე საზაფხულო სკოლის საქმიანობის შესახებ შემდეგი ინფორმაციის განთავსება:

1.   საზაფხულო სკოლის განაცხადი და მიღების/დაშვების პირობები და ვადები;
2.   საზაფხულო სკოლის სამუშაო პროგრამა;
3.   სკოლის  ვებ-გვერდზე  აიტვირთება  საზაფხული  სკოლის  მუშაობის  ამსახველი  ფოტო/ვიდეო  მასალა/შესაბამისი
ბმული.


2 ამ აქტივობაში მოიაზრება საზაფხულო ბანაკის მოწყობაც.
-----------------------------------------------------------------------------------------------------------------
მასწავლებლის მიერ შეფასების ჯგუფისთვის წარსადგენი დოკუმენტაცია:

საზაფხულო სკოლის ხელმძღვანელმა მასწავლებელმა e-school-ში, საკუთარ პროფესიულ საქაღალდეში, უნდა განათავსონ შემდეგი დოკუმენტაცია:

1.   საზაფხულო სკოლის განაცხადის ბმული და სამუშაო პროგრამა;
2.   მშობლისა და მოსწავლის შეფასება;3
3.   საზაფხულო სკოლის ორგანიზატორი მასწავლებლების რეფლექსიები, სადაც თითოეულს კონკრეტულად ექნება გაწერილი და გამიჯნული მათ მიერ ჩატარებული სამუშაოები და ფუნქცია მოვალეობები;
4.   ბმული, რომელზეც ატვირთულია საზაფხულო სკოლის აქტივობების ამსახველი ფოტო-/ვიდეომასალა.

--------------------------------------------------------------------------------------------

3 საზაფხულო სკოლის ხელმძღვანელი ვალდებულია, უზრუნველყოს საზაფხულო სკოლაში მონაწილე მოსწავლეებისა და მათი მშობლების გამოკითხვა საზაფხულო სკოლის საქმიანობის შესახებ. გამოკითხვის შედეგები აისახება „საზაფხულო სკოლის ხელმძღვანელი შეფასების ფორმაში“. ამისათვის მასწავლებელს შეუძლია გამოიყენოს გამოკითხვის სხვადასხვა ფორმა, მათ შორის, მის მიერ შექმნილი კითხვარი, რომელიც იძლევა მისი შეფასების საშუალებას „საზაფხულო სკოლის ხელმძღვანელი   მასწავლებლის შეფასების ფორმაში“ წარმოდგენილი კრიტერიუმების მიხედვით. გამოკითხვის შედეგები აიტვირთება მასწავლებლის პროფესიულ საქაღალდეში.
---------------------------------------------------------------------------------------------

მასწავლებლის შეფასების ჯგუფი განიხილავს: სკოლის

ვებ-გვერდზე განთავსებულ  ინფორმაციას, აფასებს საზაფხულო სკოლის 

ხელმძღვანელი მასწავლებლის/მასწავლებლების მიერ წარმოდგენილ 

დოკუმენტაციას და იღებს გადაწყვეტილებას მათთვის კრედიტქულის

 მინიჭების შესახებ.


 საზაფხულო სკოლის ხელმძღვანელი მასწავლებლის შეფასების სქემა:
შეესაბამება - 1 ქულა; არ შეესაბამება - 0 ქულა. 



კრიტერიუმები
შეესაბამება
არ შეესაბამება
1
პროგრამაში მკაფიოდ არის ჩამოყალიბებული საზაფხულო სკოლის მიზანი/მიზნები და მისი/მათი მიღწევის გზები


2
დაგეგმილი აქტივობები და გამოყენებული რესურსები სრულად შეესაბამება და ემსახურება საზაფხულო სკოლის მიზნის/მიზნების მიღწევას


3
რეფლექსიაში დასაბუთებულია საზაფხულო სკოლის მნიშვნელობა და აქტუალურობა


4
რეფლექსიაში აღწერილი და გაანალიზებულია როგორც რისკები და საფრთხეები, რომლებსაც შეეძლო გავლენა მოეხდინა საზაფხულო სკოლის მუშაობაზე, ასევე მათი თავიდან აცილების/აღმოფხვრის მიზნით გატარებული ღონისძიებები


5
რეფლექსიაში მასწავლებელი აღწერს, აანალიზებს და აფასებს მის მიერ გაწეულ სამუშაოს საზაფხულო სკოლის მუშაობაში


6
რეფლექსიაში მასწავლებელი აანალიზებს მუშაობის დროს გამოვლენილ ხარვეზებს / დაშვებულ შეცდომებს და გამოაქვს სათანადო დასკვნები, სახავს საკუთარი საქმიანობის გაუმჯობესების გზებს


მშობლისა და მოსწავლის შეფასება
7
საზაფხულო სკოლის მოწყობის შესახებ ინფორმაცია დროულად ხელმისაწვდომი იყო ყველა დაინტერესებული პირისთვის


8
საზაფხულო სკოლის საქმიანობა მორგებული იყო მოსწავლეთა ინტერესებზე, საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობები ხელს უწყობდა მათ მრავალმხრივ განვითარებას


9
საზაფხულო სკოლაში შექმნილი იყო კეთილგანწყობილი,
მეგობრული გარემო


10
საზაფხულო სკოლით გათვალისწინებული აქტივობების განხორციელებისას  დაცული იყო უსაფრთხოების ზომები





კრედიტქულების მინიჭება:

 საზაფხულო სკოლის ხელმძღვანელი მასწავლებლის შეფასების მაქსიმალური ქულაა 10. იმისათვის, რომ მასწავლებელს
მიენიჭოს 1 კრედიტქულა, მან უნდა დააგროვოს ქულათა მაქსიმალური რაოდენობა.

ინიციატივების წახალისება

ნინო ლარცულიანი ქ. რუსთავის N1 საჯარო სკოლა მოსწავლეთა ინიციატივების წახალისება, როგორც მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების ერთ-ერთი მიმართუ...